"თოვლის ბავშვი" - ამ სათაურით BBC-ი აქვეყნებს ინფორმაციას ბრიტანელ წყვილზე, რომლებმაც ექიმების შეფასებით, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი მშობიარობის პროცესს.ენდრიუ უორინგმა ცოლი თოვლში, ქუჩაში ამშობიარა. წყვილი სამშობიაროში მიდიოდა, თუმცა პროცესი ბევრად ადრე დაიწყო და ენდრიუ იძულებული გახდა, ცოლს მშობიარობაში თავად დახმარებოდა.
კაცი ამბობს, რომ ეს მათთვის მესამე შვილია. ის შეეცადა გაეხსენებინა პირველი ორი შვილის გაჩენის პროცესი და დახმარებოდა მეუღლეს.
როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათთან მივიდა, პატარა სიენა უკვე დაბადებული იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment