Friday, March 9, 2018

სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ხაშურში, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, რომლის მონაცემებიც, ელექტრონულ ჟურნალში არ ფიქსირდებოდა. სახერხი საამქროს მიმართ შედგენილი ოქმი, 2000 ლარის ოდენობით, საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
სახერხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3 ერთეული რთხმელას სახეობის, დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment