Thursday, March 1, 2018

კალაძე საკრებულოს წევრის დაკავებას ეხმაურება

"ვისაც რამე გადაცდომა ექნება, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის", - ასე ეხმაურება კახა კალაძე თემურ გორგაძის დაკავებას. მისი თქმით, ხელისუფლება არავიზე აპირებს ხელის დაფარებას.
"შეფასება ძალიან მარტივია, ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ჩვენ ვართ ყველა თანასწორები. მე რა თქმა უნდა უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის", - განაცხადა მერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დღეს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment