კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ქვეყნის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელად ქალი პირველად დანიშნა. ბრენდა ლაქი პოლიციაში 1986 წლიდან მუშაობს. ის მსახურობდა სამშვიდობო ძალებში, ყოფილ იუგოსლავიაში და ასევე, წვრთნიდა პოლიციელებს გაეროს მისიისთვის ჰაიტიზე. ინფორმაციას CBC ავრცელებს.
ლაქი დაჯილდოებულია გაეროს მედლით მამაცობისთვის. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.
კანადის პოლიციას ქალი 2996 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ივლისამდეც ხელმძღვანელობდა. ის ბევერლი ბიუსონი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment