აღმოსავლეთ საქართველოში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4;
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
თბილისში დღეს, დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ხვალ დღის მეორენახევრამდე გაგრძელდება. ხვალ დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.
ipn.ge
No comments:
Post a Comment