Friday, March 16, 2018

ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტს ძალადობაში ადანაშაულებენ


ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიამ, რომელიც “ოსკარის“ პრემიას ანიჭებს, აკადემიის პრეზიდენტის, ჯონ ბეილის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 75 წლის პრეზიდენტს სამი ქალი ადანაშაულებს. მათ სახელებს Variety არ აკონკრეტებს.
Hollywood Reporter-ის ცნობით, აკადემიის წარმომადგენლები ინციდენტის შესახებ კომენტარზე თავს იკავებენ.
ოქტომბერში აკადემიამ ასეთივე ბრალდების გამო პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინიგარიცხა. ეს ფაქტი აკადემიის ისტორიაში მეორე იყო. მოგვიანებით ახალი ქცევის კოდექსი გამოიცა, რომლის თანახმადაც დისკრიმინაციის, ან ძალადობის შემთხვევაში დისციპლინური ზომები გატარდება.
ჯონ ბეილი პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment