ესპანური ფილმი "უიჯი: ვერონიკას წყევლა", ჰორორი ფილმების ისტორიაში, ყველაზე საშიშად დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა NME წერს. "
"უიჯი - ეს სპირიტული სეანსების დაფაა. მას ეშმაკის დაფას ეძახიან, რადგან ჯოჯოხეთთან ურთიერთობა ადამიანისთვის სავალალო შედეგების გარეშე არ სრულდება. ის, ვინც ხელში უიჯის დაიკავებს, უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უდიდესი ძალა, გაუხსნას კარიბჭე ბოროტებას", - წერია ფილმის აღწერაში.
Rotten Tomatoes-ზე ფილმს 100%-იანი რეიტინგი აქვს. საშინელებათა ფილმი Netfilx-ის სტრიმზე 26 თებერვალს გამოჩნდა უკვე რამდენიმე დღეა, სერვისზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია
"უიჯი: ვერონიკას წყევლა", რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც 1991 მოხდა. მაშინ, ესპანელი სკოლის მოსწავლე ესტეფანია გუტიერეს ლაზარო უიჯის დაფასთან თამაშის შემდეგ გარდაიცვალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment