Friday, May 25, 2018

ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა 27 მაისს აქციას გამართავს

ზაზა სარალიძემ 27 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქცია დააანონსა და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე, გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა იმყოფებოდა. ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების მნიშვნელობასა და მოთხოვნებზე ილაპარაკა. მისივე განცხადებით მთავარი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, რასაც პროკურატურა ვერ ახერხებს.
დღეს ასევე დაგეგმილია მთავარი პროკურორისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა. გარდაცვლილის მამას კონკრეტული მოთხოვნები აქვს.
,,იმ შემთხვევაში თუ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა, არამარტო მკვლელობაში შესაძლო მონაწილე პირები არამედ ვინც სავარაუდოდ დაფარა დანაშაული და გაანადგურა ნივთ მტკიცებულებები, მოვიხდი ბოდიშს და აქციებიც აღარ ჩატარდება,''- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment