Sunday, May 20, 2018

სომხეთში მძღოლები, დროებით, შეიძლება აღარ დააჯარიმონ

სომხეთში საგზაო რადარები და სათვალთვალო კამერები შესაძლოა, დროებით, გამორთონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს აღარ გამოეწერებათ ის ჯარიმები, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ეკისრებოდათ. ინიციატივა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს ეკუთვნის. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ჯარიმების უზარმაზარი თანხა დაგროვდა, და ადამიანებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ მთლიანად გადაეხადათ. საჭიროა ვალების გაუქმების მექანიზმის შემუშავება და რადარებისა და კამერების მომავალი ეფექტური მუშაობის საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, მიზანშეწონილია მათი მუშაობის დროებით შეჩერება“, – თქვა ნიკოლ პაშინიანმა.
სომხეთში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მინიმალური ჯარიმა 5000 დრამი (დაახლოებით 10 დოლარია).
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment