Saturday, May 19, 2018

ინგა გრიგოლია შს სამინისტროს დახმარებისა და დაცვის თხოვნით მიმართავს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და დაცვის თხოვნით მიმართავს. ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. 

ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. 

ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ თავდაცვის მიზნით, დღეიდან შეიარაღებული ივლის. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 

„უკვე თითქმის ხუთი წელია, წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო, მაგრამ მერე ვშლი ხოლმე. ახლა უბრალოდ, გამოსავალს ვეღარ ვხედავ. გადავწყვიტე ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე, მარტივად ვაცხადებ - ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ქალების (მით უფრო, მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს, რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის... სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას - მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე... 
მე არ მინდა მომკლან! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს არ იცის. ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ.დღეს უკვე აღარ მეცინება“, - წერს ინგა გრიგოლია. 
 

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

მისივე თქმით, ამ დღეებში მან წერილი მიიღო, რომლის შესახებ უკვე აცნობა შს სამინისტროს პრესცენტრს. 
„ამ დღეებში ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს, რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს. არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო, დამავიწყდა, ეს ტიპი, რომელიც ამნისტიით გამოვიდა (მე ასე ვიცი), როგორც ვიცი, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. თავიდან მეგონა, რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, თანდათან დავრწმუნდი, რომ ან მოგზავნილია, ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია, არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრესცენტრი (იმედი მაქვს, ამჯერად მაინც დამიცავენ). ჩამოვალ თუ არა, პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში, რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა... არ ვიცი, ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ, თუმცა კი ვიმედოვნებ, ამიტომ, როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი“, - დაწერა გუშინ ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში
ipn.ge

No comments:

Post a Comment