ავიაკომპანია Georgian Airways-ი პირველი ივნისიდან თბილისი-კიოლნის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი დატვირთვის შემცირებაა, თუმცა უფრო კონკრეტულ დეტალებზე კომპანიაში განმარტებას არ აკეთებენ. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
Georgia Airways-მა ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიოლნის მიმართულებით, ფრენის ნებართვა 2018 წლის იანვარში მიიღო, რეისების შესრულება კი 25 მარტიდან დაიწყო.
თბილისი-კიოლნი-თბილისის ავიარეისი კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სრულდებოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment