Tuesday, May 22, 2018

ესპანეთის დაზვერვა რუსეთს კატალონიის კრიზისში ჩარევაში ადანაშაულებს

ესპანური დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი კატალონიის კრიზისში ჩარევასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას შეეცადა. დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რომელიც კიბერუსაფრთხოებასა და ტენდენციებს შეეხება, წერია, რომ ესპანეთი სხვა ქვეყნების მსგავსად კიბერომის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
დაზვერვის განცხადებით, სოციალური ქსელები და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები რუსეთის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა კატალონიის შესახებ აზრის შესაქმნელად და სახელმწიფოებრიობის დესტაბილიზაციისთვის.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 2017 წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა. რომლითაც რეგიონმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. პასუხად, ესპანეთის სენატმა კატალონიის ავტონომია გააუქმა და რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა კატალონიის მთავრობაც და პარლამენტიც დაითხოვა, ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა ადგილობრივი პოლიციის უფროსი. 
2017 წლის 21 დეკემბერს კატალონიაში ჩატარებული ვადამდელი რეგიონული არჩევნების შედეგებით კი 135-კაციან პარლამენტში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 70 ადგილი მოიპოვეს.
კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გადადგა რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა.
14 მაისს ჟენერალიტეტმა კატალონიის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელად ჟოაკიმ ტორა აირჩია. ის მოვალეობის შესრულებას 18 მაისს შეუდგა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment