Friday, May 18, 2018

დღეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილია

19 მაისს უინძორში უელსის პრინცის ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილია. ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედოფალ ელისაბედ მეორეს საყვარელ რეზიდენციაში გაიმართება. 
2016 წლის ივლისში მეგანი და ჰარი ერთმანეთს ლონდონში საერთო მეგობარმა გააცნო. ეს იყო ტანსაცმლის დიზაინერი მიშა ნონუ (მეგანის გარდა ის, ჩოგბურთელის სერენა უილიამსის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია), რომელმაც წყვილს "ბრმა პაემანი" მოუწყო. ნიშნობის გამოცხადებამდე პირველ ოფიციალურ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ მათ პირველ პაემანს უმალ მოჰყვა მეორეც. რამდენიმე კვირაში ჰარიმ დაარწმუნა მეგანი მასთან ერთად ბოტსვანაზე გამგზავრებულიყო. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ამის შესახებ პრესა შეიტყობდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment