Tuesday, May 29, 2018

ინკლიზიურ განათლებაში ჩართულ სპეცპედაგოგებს შესაძლოა პედაგოგის წოდება მიენიჭოთ

ინკლიზიურ განათლებაში ჩართულ სპეც-პედაგოგებს, შესაძლოა პედაგოგის წოდება მიენიჭოთ და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ, ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
"უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში შემოვა განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით, სპეცპედაგოგების პროფესიის რეგულირებასთან დაკავშირებით.
დღემდე, ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ინკლუზიური განათლების პროგრამებში ბავშვების ჩართვას, არ ჰქონდათ პედაგოგის წოდება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამ ცვლილებებზე უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და განხილვა.
მე დიდი იმედი მაქვს საშემოდგომო სესიას ახალი რეგულაციებით შევხვდებით, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების სამინისტრო "ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება", ამ სახელწოდებით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment