ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლისა და სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
3 თვის განმავლობაში თბილისში 21 შემთხვევა დაფიქსირდა.
3 თვის განმავლობაში თბილისში 21 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, მცხეთა-მთიანეთში მხოლოდ ერთი შემთხვევა, თებერვალში დაფიქსირდა. შიდა ქართლში - 3 შემთხვევა.
რაც შეეხება ოპიოიდების მიღების შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, მწვავე ინტოქსიკაციას და სტაციონარულ დაწესებულებებში მოთავსების სტატისტიკას, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 4 თვეში 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment