Monday, May 28, 2018

აჭარაში, პედოფილიაში ბრალდებულ კაცს, პატიმრობა შეეფარდა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
როგორც იმედინიუსს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. 60 წლის კაცმა 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე სექსუალურად იძალადა.
138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 141-ე მუხლი კი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment