Thursday, May 31, 2018

რჩევები ავიაბილეთების იაფად შესაძენად

ბილეთების ღირებულებას ავიაკომპანიები ხშირად ცვლიან. მიზეზი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: სეზონი, თარიღი, დღესასწაულები, უქმე და სამუშაო დღეები, რამდენად დიდია მოთხოვნა ამა თუ იმ მიმართულებაზე და ა.შ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს შესთავაზა რამდენიმე რჩევა, რათა მათ ავიაბილეთების შედარებით დაბალ ფასად შეძენა შეძლონ.
1. დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ - მოიფიქრეთ, რომელი ქალაქის ნახვა გსურთ და თვალი ადევნეთ ავიაკომპანიის ვებგვერდს. თუ ბილეთის შეძენა დაბალ ფასად გსურთ, ამაზე გაფრენამდე მინიმუმ 3-5 თვით ადრე მაინც უნდა იზრუნოთ.
2. გამოიწერეთ სიახლეები ავიაკომპანიის ვებგვერდიდან - ამ გზით, ელფოსტის მეშვეობით მუდმივად მიიღებთ შეტყობინებებს სპეციალური შეთავაზებების შესახებ და დიდი შანსია, რომ თქვენთვის ხელსაყრელი ტარიფი არ გამოგრჩებათ.
3. თვალი ადევნეთ მნიშვნელოვან თარიღებს - აღდგომა, ახალი წელი, ვალენტინობა ან თუნდაც ავიაკომპანიის დაბადების დღე - როგორც წესი, ასეთ თარიღებში ავიაკომპანიები მსხვილ-მსხვილ ფასდაკლებებს არ იშურებენ. 
4. იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით - კარგად გაიაზრეთ, გჭირდებათ ერთ კვირაში 3 კაბა, 4 შარვალი და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი? მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, შეიმსუბუქეთ მგზავრობა და დაზოგეთ ფული.
5. გაწევრიანდით ფასდაკლების კლუბში - ავიაკომპანიების უმეტესობა განსაკუთრებულ ტარიფებს სთავაზობს მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს. ამიტომ მოიძიეთ ინფორმაცია ვებგვერდზე, გაწევრიანდით ფასდაკლების კლუბში და სხვაობას თავადაც დაინახავთ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment