Friday, May 25, 2018

ლგბტ თემის აქციაზე მომხდარი ინციდენტისას დაზარალებული პოლიციაში გამკითხავზე იყო

თბილისის მთავარ სამმართველოში 17 მაისის აქციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა გორგილაძე საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით მათ წინა დღეებში მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დღემდე ხორციელდება მუქარა. როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ქუჩაში. დაგვიბარეს გამოკითხვაზე, ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას სრული ინფორმაცია და ველოდებით რეაგირებას. კონკრეტულ პირებს ვერ ვასახელებთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ საზოგადოება მის მიმართ აგრესიულად არის განწყობილი. შესაბამისად არსებობს საშიშროება უახლოეს მომავალში მორიგი ინციდენტისა“, - აცხადებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
ნიკა გორგილაძის ინტერესებს საია იცავს.
17 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ლგბტ თემის აქციაზე მის ერთ-ერთ მონაწილეს, ნიკა გორგილაძეს სავარაუდოდ კონტრაქციიდან შეპარულმა არასრულწლოვანმა ხელი გაარტყა.
პირი, რომელიც ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელ აქტივისტს თავს დაესხა, ამ ეტაპზე დაკავებულია არაა, თუმცა გამოძება 126-ე მუხლით მიმდიარეობს. ის 15 წლის მოზარდია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment