Monday, May 21, 2018

პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური სესიაა

პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ, 86-ე გენერალურ სესიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.
მინისტრმა ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და ორგანიზაციაში წარმომადგენელი ჰყავს.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური სესია ყოველწლიურად პარიზში იმართება და მას 180-მდე წევრი ქვეყნის დელეგატი ესწრება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment