ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა მასპინძლობს. ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკის დათვალიერება და გაცნობა საზოგადოებას ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეუძლიათ.
კვირეულის ფარგლებში პირველად გაჟღერდება ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საცავში დაცული, კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილისა და მიხეილ ჭიაურელის ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერები.
ციკლი ასევე მოიცავს ბუბა კუდავას საჯარო ლექციას თემაზე „ტაო-კლარჯეთი, რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი“.
ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციისას გადაღებული ისტორიული ძეგლების ფოტოები და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიზუალიზაციებია წარმოდგენილი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment