კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს. როგორც ორაშვილი წერს, მას ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.
"ფენტანილი, რომელმაც საკუთარ სახლებში შეიწირა 6 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და სხვათაშორის პირველი ადამიანი ვიყავი ვინც ამაზე განგაში ატეხა, ბაზარზე მხოლოდ 29 აპრილიდან 10 მაისის შუალედში გამოჩნდა. სად გაქრა ეს ნივთიერება? რატომ მხოლოდ ამ პერიოდში. 5 თვე გავიდა და დღემდე არც მისი შემომტანი და არც გამავრცელებელი დასჯილი არ არის, არადა ამის გამო დაგვარბიეს. ეს ყველაფერი დიდ ეჭვებს ბადებს,"- წერა ნაჯა ორაშვილი.
მისი თქმით, თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი არ დამდგარა, ამის მიუხედავად კი, BASSIAN-ის მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინაროებს. ორაშვილი ასევე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ კლუბიდან წაღებული 300000 ლარი.
"არც ჩუმად არ ვარ, არც არავისზე გავყიდულვარ, არც ბრძოლის უნარი დამიკარგავს, ეს დრო დავუთმე ამ ყველაფრის გაანალიზებას, ვეცადე ცივი გონებით შემეხედა ამ სასტიკი რეალობისთვის და ისე მემოქმედა.თუ მე ვარ მკვლელი, ნარკომანიის ევანგელისტი, კარტელის დედოფალი და ქვესკნელეთის დესპანი, მაშინ რაღას უცდით, დამაკავეთ. ჩემთვის ამ სოციუმში არსებობაც ისეთივე რთულია, როგორც გისოსებს მიღმა ცხოვრება.
თუმცა მაინც მჯერა რომ ამ ქვეყანაში სამართალი გაიმარჯვებს და აქ წარმოებულ ბოროტებას ბოლო მოეღება,"- წერს ორაშვილი.მანამდე კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, გვიან ღამით კლუბთან რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ორაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციის ასეთ ქმედებას ინტენსიური ხასიათი მიეცა.
12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეკრებული ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment