Monday, September 24, 2018

ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას იხსენებს ჯგუფელი ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლის ნიშ­ნო­ბა საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა დე­ტა­ლი აინ­ტე­რე­სებს.
რო­გორც ჟურ­ნა­ლი „თბი­ლი­სე­ლე­ბი“ წერს, წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლა­ხან და­ი­წყო და ნიშ­ნო­ბით დას­რულ­და. სულ მალე კი ბერა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ქორ­წი­ლის გა­დახ­და­საც გეგ­მა­ვენ.მო­დე­ლი გა­მო­ცე­მას­თან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, არც მა­მა­მი­სი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს რა­მეს.
„ვხვდე­ბი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი ამ­ბით, მაგ­რამ არაფ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ მინ­და,“ - ამ­ბობს გუ­და­ვა­ძე.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ნა­ნუ­კა ამ­ბობს, რომ ქორ­წი­ლი „ალ­ბათ მალე იქ­ნე­ბა“, თუმ­ცა არც ამის შე­სა­ხებ სურს სა­უ­ბა­რი.ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. „თბი­ლი­სე­ლე­ბი“ ნა­ნუ­კას ყო­ფილ თა­ნა­კურ­სელ­საც და­უ­კავ­შირ­და. მო­დე­ლის ჯგუ­ფე­ლი, თორ­ნი­კე ამ­ბობს, რომ გუ­და­ვა­ძეს ყო­ველ­თვის ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა ის „ზედ არა­ვის უყუ­რებ­და“ :"ნა­ნუ­კა არა­სო­დეს ჰყვე­ბო­და ოჯა­ხის ამ­ბებს. ლექ­ცი­ებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბის დროს, ერთ თა­ნა­კურ­სელ ბი­ჭთან ჩა­მოდ­გე­ბო­და და სა­უბ­რობ­და. თა­ვად კარ­გად სწავ­ლობ­და და ის ბი­ჭიც საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყო. ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ლექ­ცი­ე­ბის ამ­ბებს. რა­ი­ო­ნე­ბი­დან და სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულ სტუ­დენტ ჯგუ­ფე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­და.
ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა ბიჭს მოს­წონ­და, მაგ­რამ ზე­დაც არა­ვის უყუ­რებ­და, „გა­მარ­ჯო­ბა­საც“ კი არ ეუბ­ნე­ბო­და. თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მაგ­რამ არ ვამ­ტყუ­ნებ - ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გო­გოა და იცის თა­ვი­სი ფასი, ამი­ტომ ბი­ჭე­ბი ვერც ეკა­რე­ბოდ­ნენ" - ამ­ბობს გუ­და­ვა­ძის ჯგუ­ფე­ლიწყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 18 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვად და­წე­რა. "და რაც აქამ­დე იყო ჩემი და შენი, დღეს გახ­და ჩვე­ნი" - და­წე­რა ბე­რამ და სა­ცო­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­ა­ზი­ა­რა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment