მერიკელი კოდი უილსონი, რომელიც ინტერნეტში 3D პრინტერით იარაღის შესაქმნელად დახატულ ინსტრუქციებს ავრცელებდა, 16 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს. 23 სექტემბერს 30 წლის უილსონი ტეხასის შტატში, ჰიუსტონის ცხეში ჩასვეს. მანამდე, უილსონი ქვეყნიდან ტაივანში გაიქცა, რადგან გაიგო, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა. მალაიზიას აშშ-სთან ექსტრადირების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ აქვს, ამის მიუხედავად ტაივანის ხელისუფლებამ ის სამშობლოში დააბრუნა, რადგან მისი პასპორტი გაუქმდა. მის შესახებ Reuters-ი წერს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში უილსონმა SugarDaddyMeet.com-ზე 16 წლის გოგო გაიცნო და მას თავისი შიშველი ფოტოები გაუგზავნა. ისინი ერთმანეთს 15 აგვისტოს შეხვდნენ და ღამე ოსტინში მდებარე სასტუმროში გაატარეს. გოგო ირწმუნება, რომ უილსონმა მას სექსის სანაცვლოდ 500 დოლარი გადაუხადა, შემდეგ კი რესტორნამდე მიაცილა. გოგოს სიტყვები სასტუმროს რეგისტრაციის ჩანაწერით და ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომელიც სასტუმროს კამერამ დააფიქსირა. არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულ უილსონს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment