სატელიტურმა რადიო კომპანია SiriusXM-მა Pandora 3.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
SiriusXM-ის განმარტებით, Pandora-ს შეძენის მიზანი სერვისის პოპულარიზაციაა. ცნობილია, რომ Pandora-ს ყოველთვიურად დაახლოებით 70 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 5.6 მილიონი ფასიანი სერვისის გამომწერია, მაშინ როდესაც SiriusXM-ის მომხმარებელთა რაოდენობა 36 მილიონს არ აჭარბებს.
2017 წლის ივნისში SiriusXM-მა სამაუწყებლო სერვისში 480 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
2017 წელს Pandora-მ Premium სერვისი აამოქმედა, რითაც მომხმარებლებს თავის გემოვნებაზე მორგებული მუსიკალური პლეილისტის შექმნის შესაძლებლობა მისცა.
2018 წლის მეორენახევარში კომპანიამ 200 მილიონი დოლარი იზარალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment