კალიფორნიაში მომღერალ შერის ვილაზე, სავარაუდოდ ნარკომოვაჭრე დააკავეს. როგორც გამოცემა People-ი წერს, დაკავებულს დონოვან რუისი ჰქვია და ის 23 წლისაა. ის ნარკოტიკების გაყიდვაშია ეჭვმიტანილი, რომლითაც ქალაქ თაუზენდ-ოუქსის მცხოვრები პოლიციელი გარო კურეჯიანი დაიუღუპა.
რუისი შერის სახლში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობით, ის მომღერლის ერთ-ერთი ასისტენტის შვილია, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითონ შერს რუისთან არანაირი კავშირი არ აქვს. დაკავების დროს, 72 წლის მომღერალი სახლში არ იყო - ის ამჟამად ავსტრალიის ტურზეა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment