Monday, September 24, 2018

მოდის სახლი Versace 2 მილიარდ დოლარად გაიყიდება


იტალიურ მოდის სახლს, რომელიც ჯანი ვერსაჩემ 40 წლის წინ დაარსა, კომპანია მაიკლ კორსი ყიდულობს. ამერიკულ მოდის ჯგუფსა და იტალიურ ფირმას შორის მოლაპარაკება 2 მილიარდ დოლარზე შედგა. 
გასულ წელს „მაიკლ კორსმა“ იყიდა „ჯიმი ჩუ“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ინგლისური ბრენდია ფეხსაცმლის ინდუსტრიაში.
1997 წლის შემდეგ, რაც ჯანი ვერსაჩე მაიამიში მოკლეს, ფირმას მისი და, დონატელა უძღვება. სწორედ მისი გადაწყვეტილება გახლდათ კომპანიის გაყიდვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment