Thursday, September 27, 2018

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით საქართველო 69-ე ადგილზეა

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, საქართველო 141 ქვეყანას შორის, 69-ე ადგილზეა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ - 210.7 მილიარდი დოლარით. 2017 წელს აშშ-ს 75.9 მლნ ტურისტი ეწვია.
მსოფლოში მეორე ადგილზე ესპანეთია - 68 მილიარდი დოლარი და ერთ წელში 81.8 მლნ ტურისტი.
მესამე ადგილზეა საფრანგეთი - 60.7 მლრდ დოლარით და 86.9 მლნ ტურისტით.
ევროპის რეგიონში, რომელშიც 48 ქვეყნის მონაცემია გაერთიანებული, საქართველო მიღებული შემოსავლით, 30-ე ადილზეა. 2018 წლის 8 თვეში, საქართველომ ტურიზმიდან $2.23 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
2016 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 2.16 მილიარდი დოლარი მიიღო, 2010 წელს კი ეს თანხა 659 მილიონი დოლარი იყო.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. 
ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები,  ტენდენციები  და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment