ჯენიფერ ლოპესი საუკეთესო ფორმაშია. 49 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ გააზიარა სურათი, სადაც მისი დაკუნთული მხრები კარგად ჩანს.
ვარსკვლავი, რომელიც 2 შვილის დედაა, ამბობს, რომ თავს „სუპერქალად“ გრძნობს. ფოტოზე ჯენიფერს ვიწრო კაბა აცვია, რაც მის წვრილ წელს უსვამს ხაზს.27 დღის განმავლობაში ლოპესმა 15 შოუ უნდა გამართოს.
„თავდაპირველად ეს ძალიან რთული მეჩვენებოდა, შემდეგ კი თავს პირობა მივეცი, რომ დაღლის ნებას არ მივცემდი თავს და პირიქით, უფრო გავძლიერდებოდი. ბევრს ვივარჯიშებ და საუკეთესო ფორმაში ვიქნები,“ - აღნიშნავს მომღერალი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment