Thursday, September 27, 2018

თბილისში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა განცხადებას ავრცელებს სასწრაფო დახმარების ცენტრი

თბი­ლის­ში, 26 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მცი­რე­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის დროს 2 მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.
აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:
"სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლის­ში, ივერ­თუ­ბან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც 3 წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. თვითმხილ­ვე­ლის მო­ნა­ყოლ­ზე დაყ­რდნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და 40 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და და მას არ ჰქონ­და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი.
სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლობთ ვა­ცხა­დებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი.
ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა 112-ში 17 სა­ათ­სა და 03 წუთ­ზე შე­ვი­და. მი­სა­მარ­თის მი­ღე­ბი­დან ზუს­ტად სამ წუთ­ში ექი­მე­ბი ად­გილ­ზე იყ­ვნენ და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და­ი­წყეს. სამ­წუ­ხა­როდ, ერთ-ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ექი­მებს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად, კი­დევ ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, აქე­დან სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი და ორი ქალ­ბა­ტო­ნი. ცხა­დი გახ­და, რომ სა­ჭი­რო იყო და­მა­ტე­ბით ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც პრო­ტო­კო­ლის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და.
15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კი­დევ ოთხი ბრი­გა­და მი­ვი­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლად მი­სულ­მა ბრი­გა­დამ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შევ­სე­ბა, რაც, ასე­ვე, პრო­ტო­კო­ლით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნებს, თი­თო­ე­ულ მან­ქა­ნა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ჟანგბა­დის ხუთი ბა­ლო­ნი - სამი პორ­ტა­ტუ­ლი და ორი - სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი.
თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს.
ცენ­ტრი აცხა­დებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ბრი­გა­დის ქმე­დე­ბა იყო სწო­რი - ექი­მე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ოპე­რა­ტი­უ­ლად და პრო­ფე­სი­უ­ლად. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ერთი ადა­მი­ა­ნის გა­და­უ­მოწ­მე­ბელ, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოჰ­ყვა სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.
გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექი­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად დგა­ნან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე და ხში­რად, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვი­ან, ხოლო ასე­თი სა­ხის დე­ზინ­ფორ­მა­ცია ღირ­სე­ბას ულა­ხავს მათ" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში
ambebi.ge

No comments:

Post a Comment