თბილისში მგზავრმა იმ ტაქსის გატაცება სცადა, რომელიც მას ემსახურებოდა, თუმცა შსს გამტაცებელი 15 წუთში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაიჭირა.
როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ბრალდებულსა და მანქანის მძღოლს შორის მგზავრობის დროს ავტომობილის გაყიდვაზე დაიწყო საუბარი. ამის შემდეგ ბრალდებულმა მანქანის გატესტვა მოინდომა. ტაქსის მძღოლმა ის საჭესთან დასვა. ბრალდებულმა მომენტით ისარგებლა და სანამ მანქანაში ტაქსის მძღოლი ჩაჯდებოდა, ავტომობილი გაიტაცა.
მანქანის მფლობელმა შსს-ს აცნობა, უწყებამ დამნაშავე მალევე, 15 წუთში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საბაგიროსთან დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment