ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. – 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ხოლო მისი მეუღლე მ.ა. – 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ეს ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა მათგან 2018 წლის 4 თებერვალს ბათუმში ამოიღეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment