Thursday, November 1, 2018

ნიუ-იორკში საუდელი დების ცხედრები იპოვეს

ნიუ-იორკის პოლიცია  საუდელი დების გარდაცვალებას იძიებს. საუდის არაბეთის მოქალაქე ორი ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჰუდსონში, პარკში გასულ კვირას იპოვეს. ცხედრები ერთმანეთთან წებოვანი ლენტით იყო მიბმული. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times-ი ავრცელებს.
სამართალდამცველები ინფორმაციით, გარდაცვლილ 16 წლის ტალაფარეას და 22 წლის როტანსა ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.  თავდაპირველად პოლიცია განიხილავდა ვერსიას, რომ ახალგაზრდები ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიდან გადმოხტნენ, თუმცა ცხედრების დათვალიერების შედეგად მათ დაზიანებები არ აღმოაჩნდათ.
დებმა ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს. ისინი საუდის არაბეთიდან ვირჯინიაში დედასთან ერთად 2015 წელს ჩავიდნენ და რადგან სამშობლოში, დევნიდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment