Thursday, November 1, 2018

ლეონიდ ჩერნოვეცკი პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის შემოღებას ითხოვს


ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკი პედოფილების მიმართ სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის შემოღებას ითხოვს. საკანონმდებლო წინანადებით მან საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.
პარლამენტის ბიურომ კი საკითხის განხილვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. ჩერნოვეცკი კანონპროექტით ასევე ითხოვს, აიკრძალოს პედოფილისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, შეწყალება, ამნისტია და პირობით ვადამდე გათავისუფლება.
რაც შეეხება ქიმიური კასტრაციის განმარტებას, პროექტში ნათქვამია, რომ ეს არის დამნაშავის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატის შეყვანა, რომელიც ამცირებს არაჯანსაღ სქესობრივ მიდრეკლებს. პროექტით მედიკამენტების რაოდენობა და შეყვანის პერიოდულობა, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment