Wednesday, November 14, 2018

მიგრანტების ქარავანი აშშ-ის საზღვარს მიუახლოვდა

მიგრანტების მრავალათასიანი ქარავანის პირველი ჯგუფი აშშ-ის საზღვართან ახლოს, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჩავიდა. ამის შესახებ El Universal-ი წერს
დაახლოებით 350 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰონდურასის მოქალაქეა, ქალაქში 10 სატვირთო ავტომობილით ჩავიდა. 
„ქარავანის“ სახელით ცნობილი მიგრანტების ტალღა, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არიან შეერთებული შტატებისკენ მექსიკის გავლით მიემართებიან. 
9 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიგრანტებისთვის თავ.შესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას აჩერებს. შესაბამისად, ამიერიდან ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.
დონალდ ტრამპის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.
ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment