Sunday, February 17, 2019

პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 1 ადამიანი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გასული წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ სისხლის 
სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება 2019 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა.
„ა.ს. მოწმის სახით 2018 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.  გამოკითხვისას მან აღნიშნა, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები არიან კრიმინალური ავტორიტეტები. ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი პირი წალკის მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,მაყურებლად“ დაინიშნა და მან კრიმინალური დაჯგუფების დახმარების მიზნით, ფულადი თანხაც გაიღო. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვეში დაწყებულ არსებით განხილვაზე, ა.ს.-მ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული პირები არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე ინფორმაციას არ ფლობდა. მან, ასევე, უარყო ფინანსური დახმარების ფაქტიც"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, ა.ს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს. 
უწყების ცნობით, დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment