ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია აფრიკაში ლიგას ქმნის. ამის შესახებ NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა.
მისი თქმით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად მომავალ წელს საკალათბურთო ლიგას აფრიკაში დააარსებს. ახალი ლიგის სახელწოდება იქნება BAL (Basketball Africa League).
ვარაუდობენ, რომ აფრიკულ ლიგაში ითამაშებენ კლუბები ტუნისიდან, ეგვიპტიდან, ანგოლადან, კენიიდან, ნიგერიიდან, მაროკოდან, რუანდიდან, სენეგალიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
პირველი სეზონი უკვე 2020 წლის იანვარში დაიწყება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment