Friday, February 22, 2019

Facebook-ი ერთ-ერთ სათვალთვალო აპლიკაციას გააუქმებს

გამოცემა TachCrunch-ის გამოძიების შემდეგ Facebook-ი VPN აპლიკაცია Onavo-ს დახურავს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Onavo Protect-ს, რომელსაც სოცქსელი მომხმარებლის სმარტფონისა და ინტერნეტ აქტივობის სათვალთვალოდ იყენებდა Apple-მა 2018 წლის ივნისში დაბლოკა, აგვისტოში კი App Store-იდან საერთოდ წაშალა. 
შეიძლება ითქვას, რომ Onavo-ს გარეშე Facebook-ი ბაზრის კვლევის ერთგვარ ინსტრუმენტს კარგავს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში Facebook-მა პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით უამრავი კვლევა და გამოკითხვა ჩაატარა. 
იანვარში ცნობილი გახდა, რომ სოცქსელი Onavo-ს მსგავს VPN აპლიკაცია Facebook Research-ს ფლობს, რომელსაც Onavo-ს მსგავსი მიზნებისთვის იყენებს. Facebook-ი უარყოფს, რომ აპლიკაცია Research-ით Onavo-ს ჩანაცვლება სურდა. 
Onavo Protect-ი, VPN სერვისი Facebook-მა 2013 წელს შეიძინა. acebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment