გაგარინის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ხანძარი იყო. მაშველებმა სადარბაზოში 52 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპული საქართველოს მოქალაქე არაა.
უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.
დამწვარია ელექტროსადენები და ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის მინები. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ და მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment