Friday, February 22, 2019

ბოლოდროინდელი კვლევა: მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან

მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ფაქტი ისაა, რომ მარტოხელა ქალების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მარტივი სათქმელი არაა, რატომ ამჯობინებენ ისინი მარტო ყოფნას ან რატომ არიან ამით ბედნიერები. შეიძლება, ეს დემოგრაფიული უთანასწორობის ბრალია ან უბრალოდ, თანამედროვე სამყარო მათ სხვა გზას არ უტოვებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


სტატიაში ამ თემის უფრო ღრმა ანალიზს გთავაზობთ. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა ქალები ყველაზე ბედნიერები არიან და აი, რატომ.
როგორც გაირკვა, ქალები უფრო მეტ ძალისხმევვას დებენ ურთიერთობაში. მართალია, ეს ადამიანზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად, ქალები მეტს შრომობენ ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

გარკვეული დროის შემდეგ კი, ამით, უბრალოდ, იღლებიან. 45-დან 65 წლამდე ქალების დაახლოებით32% და მამაკაცების მხოლოდ 19%-ია ბედნიერი მარტო ყოფნით.
დიახ! გრძელვადიანი ურთიერთობის შემდეგ მარტო ყოფნა ზოგისთვის შვებაა! ამის შემდეგ ქალები საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებენ სტრესისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. საბოლოოდ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აკეთონ ის, რაც სურთ - იარონ ტანგოს გაკვეთილებზე ან წავიდნენ სამოგზაუროდ. ბრიტანელი მარტოხელა ქალების 61% ამბობს, რომ ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი სტატუსით.

მათთვის არ არსებობს ოჯახური მოვალეობები, არ უწევთ საჭმლის მომზადება; შეუძლიათ, მარტივად შეუკვეთონ საჭმელი და ბედნიერები იყონ ამით.
სიყვარულის პოვნა ამ ქალებისთვის აღარ არის ცხოვრების მთავარი მიზანი. ისინი სხვა სახის სიყვარულს - საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობენ.

ხშირად ხდება, როცა შვილებიანი ქალი შორდება ქმარს. ამ შემთხვევაში მისი სიყვარულის ეპიცენტრს შვილი წარმოადგენს და ზოგჯერ გულში ადგილი აღარ აქვს სხვა მამაკაცისთვის დარჩენილი
არწმუნებულები ვართ, რომ თქვენც გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც უკვე 1-3 წელია, მარტო არიან. კვლევამ აჩვენა, რომ დღეს ეს იშვიათობა აღარ არის. მარტოხელა ქალების 75%-სურთიერთობის ქონის სურვილი ერთ წელზე მეტია, არ ჰქონია. როცა ამ რიცხვებს უყურებთ, ალბათ, გაინტერესებთ, სინამდვილეში რაშია პრობლემა!
დიახ, სინამდვილეში ისინიც ეძებენ ნამდვილ სიყვარულს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს არიან მარტო, მეტად იაზრებენ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ თავად და ხვდებიან, რომ არ არსებობს საჭიროება, ვინმეს მარტო იმიტომ ხვდებოდე, რომ მარტო არ იყო.

ქალები ელოდებიან რეალურ, ძლიერ გრძნობას და მთელ თავისუფალ დროს საკუთარი თავის განვითარებას უძღვნიან. ეს კი მათ უდიდეს სიხარულსა და თავდაჯერებულობას ანიჭებს!
თქვენ რას ფიქრობთ? მარტო ყოფნასაც აქვს სარგებლობა თუ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამაკაცი გვერდით, რათა თავი სრულფასოვნად იგრძნოს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥
intermedia.ge


No comments:

Post a Comment