კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში დახურავს საცალო მაღაზიებს და მთელ კონცენტრაციას ონლაინ-გაყიდვებზე გადაიტანს. ამის შესახებ ავტოწარმოების ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ზოგიერთი მაღაზია, რომელშიც ვიზიტორები ხშირად მიდიან, მუშაობას გააგრძელებს, როგორც საინფორმაციო ცენტრი და საგამოფენო გალერეა. კომპანია უარს იტყვის ყიდვის დროს ტესტ-დრაივზე - მყიდველებს ექნებათ 7 დღე, იმისათვის რომ დააბრუნონ ავტომობილი და ფული მიიღონ.
მაღაზიების დახურვა საშუალებას მისცემს დაწიოს Tesla-ს ყველა მოდელის ფასი საშუალოდ 6%-ით, მაგალითად სედანი Model 3 უკვე 35 ათასი დოლარი ღირს (მანამდე $42,900 ღირდა), ხოლო Model 3-ის ახალი ვერსია, რომელიც კომპლექტში Standard Range Plus-ი შედის, - 37 ათასი დოლარი
imedinews.ge
No comments:
Post a Comment