ხულოს რაიონულ საავადმყოფში 4 წლის ბავშვი გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს პერსონალის განცხადებით, მათ ბავშვის წაბლნარიდან ტრანსპორტირებისთვის, რეანიმობილი გამოიძახეს, თუმცა დაახლოებით 15:00 საათისთვის ბავშვი უკვე გარდაიცვალა. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგივე სოფლიდან გუშინ იქ გრიპის ნიშნებით კიდევ 8 ბავშვი მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით მშობლებმა ისინი ბათუმში გადაიყვანეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment