ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მან უმრავლესობა დატოვა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ბესელიამ.
გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.
მანამდე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
რაც შეეხება ბესელიას ის დეპუტატობამდე კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, 2008 წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები),“2012 წლიდან კი ის პარლამენტში ორჯერ "ქართული ოცნებიდან" მოხვდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment