Monday, February 25, 2019

გორის პოლიციამ შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო მამა დააკავა

გორის პოლიციამ არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო მამა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

40 წლის კაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე კამათის დროს, თავის არასრულწლოვან გოგონას ოჯახის წევრების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment