Saturday, February 23, 2019

ზვიად კუპრავა დააკავეს

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზვიად კუპრავა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.
გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.
2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ზვიად კუპრავა დააკავეს. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე,"- წერია ინფორმაციაში.
მანამდე კუპრავამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა მისი საქმით დაინტერესებულიყვნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment