Saturday, February 16, 2019

ექიმი გიორგი მამალაძის ინსულტს უარყოფს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევა და შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შემდგომი დაკვირვებისთვის გიორგი მამალაძე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. პირველადი დიაგნოზით აღენიშნება სისხლის მიმოქცევის იშემიური შეტევა, რაც შეეხება მცირე ინსულტს ღუდუშაურის მედიკოსები კლინიკაში შეყვანისას ამ დიაგნოზს არ ადასტურებენ.
კლინიკის დირექტორის მოადგილის მარინა გელანტიას, ინფორმაციით პაციენტს პალატაში სავარაუდოდ დღის ბოლოს მოათავსებენ.
მსჯავრდებული შეუძლოდ გუშინ გვიან ღამით გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით ის მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment