Tuesday, February 26, 2019

სარი: "კეპასთან ინციდენტი ამოწურულია"

ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთვის მეკარე კეპა არისაბალაგასთან ინციდენტი ამოწურულია. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა:
"კეპასთან ამ ინციდენტის შესახებ ვისაუბრე. ჩვენ კარგად ვისაუბრეთ. ადგილი გაუგებრობას ჰქონდა, მაგრამ მას ესმის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი რეაქცია ჰქონდა. მან ბოდიში მომიხადა, ასევე, თანაგუნდელებსა და კლუბს მოუბოდიშა. 
დისციპლინარული გადაწყვეტილებები კლუბზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემთვის საკითხი დახურულია. გუნდმა საერთო ჯამში ძალიან დადებითად იმუშავა და საწყენია, რომ ამ ინციდენმა დაძაბულ სათასო ფინალში ჩვენი ძალისხმევა გააუფერულა. 
ახლა ყველა მომდევნო თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და ეს საკითხი წარსულში უნდა დავტოვოთ" . 
შეგახსნებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში, სარის ესპანელი მეკარის ვილი კაბალიეროთი შეცვლა სურდა, მაგრამ კეპამ მოედანი არ დატოვა, რის გამო, იტალიელი ძალიან გაბრაზდა. 
Setanta.ge

No comments:

Post a Comment