Saturday, February 16, 2019

Tesla-ს ავტომობილებს „ძაღლის რეჟიმი“ დაემატა

რეჟიმი შინაური ცხოველებისთვის მანქანაში ოპტიმალურ ტემპერატურას იქამდე უზრუნველყოფს, სანამ ისინი ავტომობილში მარტო იქნებიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს
„ძაღლის რეჟიმი“ პარკირებულ ავტომობილში კლიმატკონტროლს უზრუნველყოფს. ასევე ეკრანზე გამოაქვს მონაცემები ტემპერატურასთან დაკავშირებით.
რეჟიმის ამოქმედებისას კარი და ფანჯარა დახურული იქნება, თუმცა მუშაობას განაგრძობს აუდიოსისტემა და კლიმატკონტროლი, მულტიმედიური კომპლექსის ეკრანზე კი წარწერა „ყველაფერი რიგზეა, ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება“ გამოჩნდება. ამ რეჟიმის წყალობით ძაღლის ავტომობილში დატოვებას Model 3-ის მფლობელები სიცხეშიც შეძლებენ. 
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან ერთად Tesla-მ ავტომობილის გარშემო სივრცის მონიტორინგის რეჟიმიც გამოუშვა, როცა ის დაპარკინგებულია. რეჟიმი გარე კამერებს შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს და მფლობელს მობილურ აპლიკაციაში შეტყობინებას უგზავნის
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment