გორის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოფელში სეტყვა იყო. მერეთის, ნიქოზის, ახალუბნის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ამბობენ რომ დაზიანდა და განადგურდა ვაზი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურები.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში. აქ ძლიერმა სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ძალიან გაუჭირდებათ რადგან საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ და დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment