Friday, May 31, 2019

ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია

ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უპი­რო­ბოდ ქარ­თუ­ლი ეგო­ნა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის და­ვის სა­გა­ნი გახ­და. აღ­დგო­მის წინა დღე­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა უდაბ­ნოს მო­ნას­ტერ­თან მი­სას­ვლე­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი ჩა­კე­ტეს და ამით ქარ­თველ ხალ­ხსაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც კარ­გად მი­ვი­წყე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნეს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 28 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ად­მი­ნის­რა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ზე და­ვობს, ამ­ჯე­რად არა ჩრდი­ლო­ელ, არა­მედ სამ­ხრეთ მე­ზო­ბელ­თან.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

  • გა­დის თუ არა აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი მთა უდაბ­ნოს თხემ­ზე და ეკუთ­ვნის თუ არა უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი ძეგლი ახლა უკვე აზერ­ბა­ი­ჯანს?
  • 🙏 საქართველოს საპატრიარქო

ამ სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 20-კა­ცი­ა­ნი ახა­ლი კო­მი­სია კვლავ შექ­მნა და ბა­ქო­ში კო­ლე­გებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გაგ­ზავ­ნა. ის­ტო­რი­კო­სიგი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობ­დეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის თუ არა და­ვით გა­რე­ჯის სა­დაო ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი. მისი თქმით, პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს: პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მე­გო­ბარ და მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას ამ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, სულ მცი­რე, ორი - რე­ლი­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი არ აინ­ტე­რე­სებს და დე­ბა­ტე­ბის ჩიხ­ში შეყ­ვა­ნას ცდი­ლობს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • რა დო­კუ­მენ­ტე­ბით უნდა შეძ­ლოს, ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ და­ვით გა­რე­ჯზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?
ოთხმე­ზუ­რი ამ კი­თხვა­ზეც გვპა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი რუ­კე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­ზე და­ვით გა­რე­ჯი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია უპი­რო­ბოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. რუ­კე­ბის ის­ტო­რი­ის, წარ­მო­შო­ბი­სა და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს, კარ­ტოგ­რაფ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს თენ­გიზ გორ­დე­ზი­ანს მივ­მარ­თეთ.
"სა­ზღვა­რი არის კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტე­გო­რია და შე­სა­ბა­მი­სად, და­ტა­ნი­ლია რუ­კა­ზე. არ­სე­ბობს ორი რუკა, რო­მე­ლიც არის უტყუ­ა­რი ის­ტო­რი­ულ-კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც რომ გინ­დო­დეს, ვერ­სად გა­ექ­ცე­ვი. ეს არის 200-ათა­სი­ა­ნი მას­შტა­ბის მქო­ნე პლან­შე­ტი, სა­დაც სა­დაო ტე­რი­ტო­რია დე­ტა­ლუ­რად ჩანს და მე­ო­რე - ამის სა­ფუძ­ველ­ზე, სამი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შედ­გე­ნი­ლი კედ­ლის რუკა, სა­დაც ისე დე­ტა­ლუ­რად არა, თუმ­ცა აქაც ჩანს, რომ კე­ლი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა", - აცხა­დებს კარ­ტოგ­რა­ფი.
რუ­კე­ბი, რომ­ლებ­ზეც გორ­დე­ზი­ა­ნი სა­უბ­რობს, 1936 და 1939 წლებ­ში მე­ექ­ვსე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში სა­კავ­ში­რო კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ტრეს­ტში რუ­სე­თის საბ­ჭო­თა ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის მიერ 1932-33 წლე­ბის აგეგ­მვის მი­ხედ­ვით არის შედ­გე­ნი­ლი. 1936 წელს შედ­გე­ნი­ლი რუკა გა­ცი­ლე­ბით დე­ტა­ლუ­რია და მისი მას­შტა­ბია 1:200 000, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ 1 სმ-ს 2 კი­ლო­მეტ­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
ამ დე­ტა­ლუ­რი რუ­კის მი­ხედ­ვით, კომ­პლექ­სი მთლი­ა­ნად მოქ­ცე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კომ­პლექ­სი კი არა, მთა უდაბ­ნოს მიღ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 200 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რი­აც ჩვენ გვე­კუთ­ვნის", - ამ­ბობს გორ­დე­ზი­ა­ნი.
პრო­ფე­სო­რის თქმით, დე­ტა­ლუ­რი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე, უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით 39 წელს ნაკ­ლე­ბად დე­ტა­ლუ­რი 1:500 000 მას­შტა­ბის რუკა შე­იქ­მნა.
"ის 5-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და, რუ­კის ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რე­ბი კი სი­ნილ­ნი­კო­ვი ბ.ე. და რუ­დენ­კო ს.ს. იყ­ვნენ - რო­გორც ხე­დავთ, ქარ­თუ­ლი გვა­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის. რუკა და­ბეჭ­დი­ლია სსრ კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი გე­ო­დე­ზი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თბი­ლი­სის მერ­ვე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი მო­ცე­მუ­ლია 1938 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით. სა­ერ­თოდ, კარ­ტოგ­რა­ფი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ უფრო დე­ტა­ლუ­რი მას­შტა­ბი­დან რომ გა­და­დი­ხარ ნაკ­ლე­ბად დე­ტა­ლურ­ზე, ხაზი უფრო გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, 39 წლის რუკა უფრო გან­ზო­გა­დო­ე­ბუ­ლია. თუმ­ცა ამ რუ­კის მი­ხედ­ვი­თაც, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, რად­გან მთა უდაბ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა", - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი და აქვე ამ­ბობს, რომ იმის გა­სა­გე­ბად, ვის ეკუთ­ვნის კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ორი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა გქონ­დეს - უნდა იცო­დე ტო­პო­ნი­მე­ბი, ანუ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის: მდი­ნა­რე­ე­ბის, მთე­ბის, სოფ­ლე­ბის, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის, მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი და ის, თუ რო­გო­რია ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სა­კულ­ტო ძეგ­ლე­ბი ან რო­გორ აღევ­ლი­ნე­ბა ლოც­ვა.
"აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­რე­ჯი ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლია, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლი ვერ იქ­ნე­ბა, ვერც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად, ვერც ის­ტო­რი­უ­ლად და ვერც პე­რი­ო­დის მი­ხედ­ვით. როცა აიგო და ზო­გა­დად, ალ­ბა­ნე­თი რუ­კა­ზე აქ სა­ერ­თოდ არ იყო. ის უფრო სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით იყო გა­წე­უ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გარ­და, თით­ქმის მთე­ლი ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და", - ამ­ბობს კარ­ტოგ­რა­ფი.
AMBEBI.GE-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და­ვით გა­რე­ჯის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა 1945 და 1963 წლებ­ში შედ­გე­ნი­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე სურთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბაა, თუმ­ცა მას­შტა­ბი კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რია - 1:100 000. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით, სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზღვა­რი პირ­და­პირ მთის წვერ­ზე გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხვდე­ბა. თუმ­ცა აქვე არის ერთი პრობ­ლე­მა - ამა­ვე რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით, წი­თე­ლი ხიდი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ორი­ვე ქვეყ­ნის კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბა.
კარ­ტოგბ­რა­ფე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 60-იან წლე­ბამ­დე სა­ზღვა­რი ხი­დის სამ­ხრეთ კი­დეს­თან გა­დი­ო­და, მერე ხრამს მი­უყ­ვე­ბო­და და შემ­დეგ ჩრდი­ლო­ე­თით ამო­დი­ო­და - ანუ ხიდი, თა­ვი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბო­და. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რე­სებ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის. გა­მო­დის, რომ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას გა­რე­ჯის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ზღვრის დად­გე­ნა იმ რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე სურს, რო­მე­ლიც მის ინ­ტე­რე­სებს უკვე მე­ო­რე, წი­თე­ლი ხი­დის, მო­ნაკ­ვეთ­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.
კო­მი­სი­ებს შო­რის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გა­ი­მარ­თა, არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ვლით, თუმ­ცა რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი წარ­მა­ტე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და. შემ­დე­გი "რა­უნ­დი" უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა - ექ­სპერ­ტე­ბი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ვიდ­რე სა­დღაც კა­ბი­ნე­ტებ­ში ფურ­ცლე­ბი­სა და რუ­კე­ბის ფრი­ა­ლით დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა შე­უ­თან­ხმე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზის გაყ­ვა­ნით სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. რო­გორც ჩანს, პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა, არა­და თბი­ლისს ბა­ქოს­თან 13 მსგავ­სი მო­ნაკ­ვე­თი აქვს შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი, მათ შო­რის, ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ერი­სი­მე­დია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment