Monday, May 27, 2019

ამერიკელმა საყვარელი ძაღლის სიკვდილიდან ერთი დღის შემდეგ თავი მოიკლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში 36 წლის ენდრიუ ეპმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ალიგატორმა მისი ძაღლი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
კაცი ძაღლთან ერთად სკვერში სეირნობდა, რა დროსაც ძაღლს ალიგატორი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, მომხდარის შემდეგ, ენდრიუ ეპმა გონება დაკარგა. ოჯახის წევრების თქმით, ეს დანაკარგი ეპისთვის მძიმე იყო. 
გამოცემის ცნობით, ეპმა თავი მისი საყვარელი ძაღლის სიკვდილიდან ერთი დღის შემდეგ მოიკლა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment